Wednesday, November 26, 2014


   ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებსფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილიტაბაკახარჩოხაჭაპურიხინკალი და სხვაქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებითმათ შორის აღსანიშნავიასულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშულიყველი პიტნითხაჭაპურიპურის ცომში გამომცხვარი ყველიმჭადის ფქვილში (ჭიშდვარიან ფეტვის ფქვილში (ჭკუტშეზელილი ყველის კვერიკუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორციშამ - სიმინდისბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებითთაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურეჭადი - სიმინდის კვერი და სხვამეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი,ჭინჭარინაცარქათამა და სხვაღვეზელებირომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვებაგანსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს(ლუცფექდა ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენგადმოცემის თანახმადვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამსიმ წელიწადს ავად არ გახდება

კუბდარი საფუვრიანი ცომითა და ხორცით მომზადებული ღვეზელი, რომელსაც სვანები ყოველ დღესასწაულსა და ღირსშესანიშნავ დღეს ამზადებენ. კუბდარს სარიტუალო დატვირთვაც გააჩნია. ერთი შეხედვით მარტივი კერძი არცთუ ადვილი მოსამზადებელია და გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. იზილება უბრალო პურის ცომი. გულსართი კი შემდეგნაირად მზადდება – ძალიან წვრილად დაჭრილი ცხიმიანი ხორცი ხახვთან და სანელებლებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ხელით იზილება, სანამ ცომში მოათავსებენ. ამგვარად ხორცი რბილდება და სანელებლები კარგად უჯდება. გამოიყენებენ საქონლისა და ღორის ხორცს, ხან ნარევი ხორცისგანაც ამზადებენ. ღორის ხორცის კუბდარი უფრო ცხიმიანი, მაგრამ ნაზია, საქონლისა – მაგარი. როგორც წესი, ამ კერძისთვის ასაკოვანი საქონლის ხორცი არ გამოიყენება. კუბდარის მთავარი საიდუმლო სანელებლებია. გულსართს უმატებენ ბლომად ნიორს, ხახვს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, წიწაკას, მარილს და გიცრულს, რომელიც მთაში მოიპოვება. ბარში მას ძირათი ცვლიან, თუმცა გიცრულს მაინც განსხვავებული არომატი აქვს. 




 სვანური მარილი

თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილითრომელიც წარმოადგენს სუფრის მარილისწიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევსსვანური მარილითდამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებითსვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ